saqarTvelos tbebi - bazaleTis tba

მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°02`15` ჩ. გ. 44°40`42` ა. გ.
ფართობი 1.22 კმ²
მოცულობა 5.55 კმ³
საშუალო სიღრმე 4.5 მ
მაქსიმალური სიღრმე 7 მ

 

ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა;

მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.